უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ათივე დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათი განმარტებით, დრონები ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განმარტა, რომ 10 მაისის ღამეს, რუსებმა დრონების გარდა უკრაინის ტერიტორიას, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით, С-300/С-400 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება