ალექსანდრე სტუბი  - უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე სტუბი მიიჩნევს, რომ ამჟამად, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის.

“ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ არსებობს მშვიდობის გულწრფელი სურვილი“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები მიიწვია სამშვიდობო სამიტზე, რომელიც შვეიცარიაში 2024 წლის 15-16 ივნისს გაიმართება. ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და გაიმართება შეხვედრა რუსეთთან.

„ეს ასევე შეიძლება მოხდეს შეუმჩნევლად. თუმცა, ახლა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის“, - აღნიშნა სტუბმა.

ამასთან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას, სტუბმა განაცხადა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება