ნოდარ მელაძე - ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება

ამ წუთებში ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება, - ამის შესაზებ ნოდარ მელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები სხედან.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა.

ნოდარ მელაძის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც. ნოდარ მელაძემ პირდაპირი ეთერიდან მიმართა შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აღნიშნა, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შეტყობინება ორივე უწყებაში შესულია და პასუხისმგებლობა ამ ორ უწყებას ეკისრება.

"ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში - ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ის დეპარტამენტის დირექტოერი, შესაბამისად, ამ წუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები" , - აცხადებს ნოდარ მელაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება