პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონცერტში მონაწილე მუსიკოსებმა LOUDspeakers მა, ,,ქვემეხმა” და ,,დაგდაგანმა “ სოლიდარობა გამოუცხადეს ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს.

„ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ”, - აღნიშნა LOUDspeakers-მა.

„მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს”, - განაცხადა "დადაგანმა".

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება