ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ბორის ჩელე ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ერთ-ერთ წევრ, ბორის ჩელე ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ბორის ყურუას საკუთარ სახლთან დახვდნენ, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს", - წერს ჯაფარიძე.

მოგვიანებით ყურუამ თავად დაწერა სოციალურ ქსელში: "მცემეს. მეც ვურტყი. მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ”

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება