ადვოკატი - უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა დაწყებული

ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

„იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში პოლიციის შესავლის თაობაზე ინფორმაცია დაახლოებით 20:00 საათზე გავრცელდა. პოლიცია სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, შედეგად სახლიდან სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთები ამოიღეს და უჩა აბაშიძე დააკავეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესავლის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება