საია - უწყება არ აძლევს უჩა აბაშიძის ადვოკატს ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს

უწყება არ აძლევს ადვოკატს ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.

ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება