პოლიციამ უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები ამოიღო

სამართალდამცველებმა სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხრეკის შედეგად გარკვეული ნივთები გამოიტანეს.

ბლოგერის ადვოკატები, რომლებიც ამ დრომდე ელოდებონენ უჩა აბაშიძის ნახვას, პოლიციამ სადარბაზოში შეიყვანა.

საცხოვრებელი კორპუსის ეზოში კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია იმყოფება, ადგილზე შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება