უჩა აბაშიძის ძმა - პასუხს არავინ გვცემს, არც ორდერი წარმოუდგენიათ, ადვოკატსაც არ უშვებენ - ჩხრეკა მიმდინარეობს მისი შეყვარებულის სახლშიც

პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი არ წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ, - ამის შესახებ ბლოგერ უჩა აბაშიძის ძმამ, გიორგი აბაშიძემ განაცხადა.

გიორგი აბაშიძის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უჩა აბაშიძის შეყვარებულის სახლშიც.

„მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთო, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ. მაჩვენონ მაინც, ჩემს ძმას სიცხე ჰქონდა ბოლო ორი დღეა, ავადაა და მინდა ვნახო, რომ ჯანმრთელადაა. მითხრან სად გადაჰყავთ მაინც. უჩაზე ღია ადამიანი აღარ არსებობს, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც, ღიად სწერდა, ყველამ იცოდა რაც იყო რა აზრი ჰქონდა ჩხრეკას?“, - განაცხადა გიორგი აბაშიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება