სომხეთში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროტესტის ლიდერია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსთანიანი. ის აზერბაიჯანისთვის ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

დემონსტრანტები დედაქალაქისკენ კირანციდან დაიძრნენ, რომელიც პროტესტების ეპიცენტრი იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კირანცი და თავუშის რეგიონის სამი სხვა სოფელი იმ სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს, რომელთა აზერბაიჯანისთვის გადაცემაც სომხეთის მთავრობას სურს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის პირველი ნაწილის დემარკაციის ფარგლებში. გამოცემის ცნობით, ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ეწინააღმდეგება გადაცემას და ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათ იზოლაციაში ტოვებს და აზერბაიჯანის თავდასხმების წინაშე მოწყვლადს ხდის.

"აქ მოვედით, რათა პასუხები მოვითხოვოთ სომხეთის მთავრობის მეთაურისგან, რომელიც რამდენჯერმე ეწვია ჩვენს სოფლებს და იტყუებოდა, შეცდომაში შეჰყავდა, ჩაგრავდა და ემუქრებოდა ხალხს. მოვედით, რათა პასუხები მოვითხოვოთ ამ მუქარებისთვის", - განაცხადა გალსთანიანმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება