ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. სამართალდამცველები იმყოფებიან აბაშიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთანაც.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ამავე ცნობებით, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს”, - წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.

ასევე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.

„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან”, - წერს დოდი ხარხელი.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება