ბათუმში შეძახილებით - “არა რუსულ კანონს” მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად სანთლები აანთეს წარწერით - “ევროპა”.

აქციის მონაწილეების თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი არ შეწყდება.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში ძველ ბათუმში მსვლელობას აწყობენ შეძახილებით “არა რუსულ კანონს”

“ჩვენი ადგილი ევროპაშია. ამ კანონით ცდილობენ რუსეთის იმპერიაში ჩვენს შეთრევას. აქ ვართ სტუდენტები ის თაობა, რომელსაც არ ეშინია, არ დანებდება. პროტესტი გრძელდება, ხვალ უფრო ბევრი ვიქნებით”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე ისმის საქართველოს ჰიმნი.

საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, ხვალ, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია კვლავ გაიმართება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება